Tumblr Mouse Cursors
  • ტიბეტელი ბრძენების ცხოვრების ინსტრუქცია:
  • 1. მოგწონს – უთხარი;
  • 2. არ მოგწონს – ესეც უთხარი;
  • 3. გენატრება – დაურეკე;
  • 4. გაუგებარია – იკითხე;
  • 5. გინდა შეხვედრა – დაპატიჟე;
  • 6. რამე გინდა – სთხოვე;
  • 7. არასოდეს იკამათო;
  • 8. გინდა გაგიგონ – აუხსენი;
  • 9. თუ დამნაშავე ხარ - მაშინვე აღიარე და არ იმართლო თავი;
  • 10. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ხშირად ის შენსას არ ემთხვევა;
  • 11. არ ეკონტაქტო სულელ ადამიანებს;
  • 12. მთავარი ცხოვრებაში – სიყვარულია, სხვა დანარჩენი – უბრალო საზრუნავია;
  • 13. ადამიანის პრობლემები მხოლოდ მის თავშია;
  • 14. სამყარო ბოროტი არ არის და არც კეთილი; მისთვის სულერთია, არსებობ თუ არა შენ;
  • 15. შეეცადე, ყველა მოვლენისგან სიამოვნება მიიღო;
  • 16. გახსოვდეს, რომ სხვა ცხოვრება აღარ გექნება;
  • 17. ნუ დაიბოღმები;
  • 18. გახსოვდეს, რომ არავისი არაფერი გმართებს;
  • 19. გახსოვდეს, რომ შენი არავის არაფერი მართებს;
  • 20. არ დაინანო დრო და ფული სამყაროს შეცნობისგან სიამოვნების მიღებაში;
  • 21. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიე;
  • 22. გჯეროდეს საკუთარი შეგრძნებების;
  • 23. ქალებთან (პრინციპში, მამაკაცებთანაც), ისევე, როგორც ბავშვებთან, იყავი მომთმენი და დამთმობი;
  • 24. ცუდ ხასიათზე მყოფმა გაიხსენე, რომ როცა ამქვეყნად აღარ იქნები, ესეც არ გექნება;
  • 25. იცხოვრე დღეს, რადგან გუშინ უკვე აღარ არის, ხოლო ხვალ შეიძლება არც იყოს.
  • 26. იცოდე, რომ დღევანდელი დღე – საუკეთესოა.

Romeli xar?